ჩემი რესურები LearningApps.org-ზე
https://learningapps.org/display?v=pf3vhu8uj17
სასწავლო რესურსის რეფლექსია
სასწავლო რესურსის რეფლექსია
პროგრამა LearningApps.org
საინტერესო პროგრამაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევქმნათ სხვადასხვა ტიპის
სასწავლო რესურსი. ეს პროგრამა მარტივი სამართავია და ნებისმიერი საგნის მასწავლებელს
შეუძლია მოარგოს საკუთარი საგნის საჭიროებებს.
საძიებო სისტემის ბრაუზერში LearningApps.org დაკლიკებით გამოვა გვერდი რომელსაც მარტივად
გადავაქართულებთ (მარჯვენა ზედა კუთხეში, დროშებთან სამკუთხედზე დაჭერით) თუ რაღაცის
შექმნა გვინდა აუცილებლად უნდა დავრეგისტრირდეთ, შემდეგ კი შევძლებთ ნებისმიერი დანართის
ანალოგიური თამაშის შექმნას. ეს დანართები
სხვადასხვა ტიპისაა: ვიქტორინა, დაწყვილება, რუკა, შესაბამისობის დადგენა და ა.შ.
ამ
პროგრამით მე გავაკეთე 12 დანართი და მოვათავსე ერთ -,,ჩემი დანართების კოლექცია გეოგრაფიაში“-ში. https://learningapps.org/display?v=pf3vhu8uj17
თამაშებით დავაინტერესე ჩემი მოსწავლეები,
ასევე მათი გამოყენება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რადგან მისაწვდომია ინტერნეტმომხმარებლებისთვის.
რესურსს შეძლებისდაგვარად ვიყენებ გაკვეთილზე,
(თუ არ გვაქვს შეფერხება ინტერნეტზე).
No comments:
Post a Comment